ჩინეთში 10 ადამიანი პანდის მკვლელობისთვის არის დაკავებული

10 ადამიანია დაკავებული ჩინეთში გიგანტური პანდის მკვლელობისთვის. „წითელ წიგნში“ შეტანილი ცხოველის მკვლელობისთვის მათ 10 წლიდან სამუდამო პატიმრობამდე ემუქრებათ. „ბი-ბი-სის“ ცნობით, მათ ასევე პანდის ხორცის და ქურქის გაყიდვა ბრალდებათ.
ჩინეთის პოლიციის ინფორმაციით, პანდა ორმა ძმამ ქალაქ ჟაოტონგში მოკლეს. სამართალდამცველების ცნობით, დაკავებულთა შორის ორი მონადირე და ადამიანია, ვინც მისი ხორცი შეიძინა. დანარჩენი დაკავებულების ვინაობა არ სახელდება.
პანდას მკვლელობა ჩინეთში სამუდამო პატიმრობით ან სიკვდილით ისჯება. პანდა „წითელ წიგნშია“ შეტანილი. 2014 წლის ინფორმაციით, მსოფლიოში ველურ ბუნებაში მცხოვრები მხოლოდ 1864 პანდაა დარჩენილი და ყველა ჩინეთში ბინადრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები