ქაბულის ცენტრში „თალიბების“ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
ქაბულის ცენტრში, სასტუმრო „პარკ პალასზე“ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულია 11 ადამიანი, მათ შორის აშშ-ს და ინდოეთის მოქალაქეები. რამდენიმე შეიარაღებული პირი სასტუმროში კონცერტის დროს შევარდა და მაყურებლებს ცეცხლი გაუხსნა. ავღანეთის სპეცსამსახურებმა 5-საათიანი ოპერაციის შედეგად თავდამსხმელები გაანადგურეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანის“ „ბოევიკებმა“ აიღეს. გასულ წელს თალიბებმა მსგავსი თავდასხმა ქაბულის სასტუმრო „სერენაზე“ მოაწყვეს. მაშინ 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – უცხოეთის მოქალაქეები.