სტავროპოლის მხარეში წლინახევრის ბავშვი ძაღლებმა დაგლიჯეს
რუსეთის სტავროპოლის მხარის ბუდიონოვსკის რაიონში მიმდინარეობს წლინახევრის ბავშვის გარდაცვალების გარემოებების შესწავლა, რომელიც ძაღლებმა სასიკვდილოდ დაკბინეს. სამართალდამცველების ინფორმაციით, ბავშვი 13 წლის დის მეთვალყურეობის ქვეშ ეზოში თამაშობდა. სწორედ ამ დროს იგი მეზობელ ბოსტანში შევიდა, სადაც ძაღლები ჯაჭვით იყვნენ დაბმულები. ძაღლები ბავშვს თავს დაესხნენ. ბიჭი მრავალრიცხოვანი ნაკბენით აღმოაჩინეს და საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვის გარდაცვალება კისრის ღია ჭრილობამ გამოიწვია.