გამბიის პრეზიდენტი ქვეყანაში ყველა გეის ყელის გამოჭრით დაემუქრა

გამბიის პრეზიდენტი აია ჯამე ყველა გეის ყელის გამოჭრას ჰპირდება. ამის შესახებ „ინდეფენდენტი“ იუწყება.
„მე მოვკლავ ყველას, ვინც ამას გამბიაში გააკეთებს. თუ მამაკაცი მეორე მამაკაცზე დაქორწინებას გადაწყვეტს, ჩვენ მას შევიპყრობთ და მას ამის შემდეგ ვერავინ ნახავს“, – განაცხადა გამბიის პრეზიდენტმა.
გასულ წელს ჯამემ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ჰომოსექსუალიზმისთვის დამამძიმებელი გარემოებებით სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს, მთელი სოცოცხლე ციხეში შეიძლება გაატარონ შიდსით დაავადებულმა გეებმა და ლესბოსელებმა, ასევე ვინც არატრადიციული კავშირისთვის გამეორებით არის დაკავებული. მანამდე ჯამემ ურჩია გეებს და ლესბოსელებს ქვეყნიდან წასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ თავებს მოჰკვეთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები