ფელიქს ძერჟინსკი გარდაიცვალა

მოსკოვში 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ფელიქს ძერჟინსკი – მეცნიერი ბიოლოგი, საბჭოთა პოლიტიკური მოღვაწის ფელიქს ძერჟინსკის შვილიშვილი.
„ის იყო არაჩვეულებრივი მეცნიერი, ბრწყინვალე პედაგოგი, ბრძენი, კეთილი და ნათელი ადამიანი, რომელმაც მეცნიერების რამდენიმე თაობას გზა გაუხსნა, ძერჟინსკი იყო კათედრის ნამდვილი სული და მორალური ავტორიტეტი“, – ნათქვამია მისი მეგობრების მიერ შედგენილ ნეკროლოგში.
ფელიქს ძერჟინსკიმ 100-ზე მეტი სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნამუშევარი გამოაქვეყნა, მათ შორის „ხერხემლიან ცხოველთა შედარებითი ანატომია“ და „ხერხემლიანთა ზოოლოგია“, რომლებიც სასწავლო ლიტერატურის საუკეთესო მაგალითებად არის აღიარებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები