ილია მეორე: არ მახსენდება არცერთი შემთხვევა ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩემთვის რჩევა ეკითხოთ
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არ ახსენდება არცერთი შემთხვევა, რომელიმე ხელისუფლების წარმომადგენელს მისთვის რჩევა ეკითხოს. ამის შესახებ ილია მეორემ „ეკა ხოფერიას თოქ-შოუში“ ბრძანა.
“უნდა ითქვას, რომ მე არ მახსოვს არცერთი ასეთი შემთხვევა. ბატონი ედუარდ შევარდნაძე მგონი წერს, მე ყველაფერს ვეკითხებოდი, თუ ვათანხმებდიო. მე არ მახსოვს არცერთი შემთხვევა”, – ბრძანა პატრიარქმა.