ილია მეორე: აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი განვითარება მხოლოდ ქართველებთან ერთადაა შესაძლებელი
აფხაზებსა და ოსებს ქართველებთან თანაცხოვრების შემთხვევაში ექნებათ პროგრესი და განვითარება – ამის შესახებ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ „ეკა ხოფერიას თოქ-შოუში“ ბრძანა.
„აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი წინსვლა, მათი განვითარება, მათი პროგრესი შეიძლება იყოს მხოლოდ ქართველებთან ერთად. მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე დადგება ისეთი დრო, როცა ოსები და აფხაზები მიხვდებიან ამას და ისევ დაბრუნდებიან საქართველოს ფარგლებში“, – ბრძანა პატრიარქმა.