პატრიარქი: საქართველოს შველა უნდა

ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა იფიქროს, რა უნდა გავაკეთოთ სამშობლოსათვის, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ “ეკა ხოფერიას თოქ-შოუში” ბრძანა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და მათ გადასაჭრელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
„პრობლემები ძალიან ბევრია. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ და უნდა ვგრძნობდეთ, რომ ჩვენს უკან არის საქართველო. საქართველოს შველა უნდა. ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა იფიქროს, რა უნდა გავაკეთოთ სამშობლოსთვის. მრავალი პრობლემის წინაშე ვდგავართ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა. ჩვენ გვიჭირს ერთმანეთის მოსმენა, ჩვენ ვართ ამპარტავნები, ჩვენ გვაქვს კატეგორიული აზროვნება – ე.ი. მე რასაც ვფიქრობ, ეს არის ჭეშმარიტება და სხვისი მოსმენა აღარ გვჭირდება, ასე ფიქრობს მრავალი ადამიანი. სულ რომ კარგი აზრი იყოს, ადამიანმა უნდა მოისმინოს სხვისი აზრი, უნდა გაანალიზოს. მე 37 წელია პატრიარქი ვარ და როდესაც რაღაც საკითხია გადასაჭრელი, ვეკითხები ჩვენს ეპისკოპოსებს, მორჩილებსაც კი ვეკითხები როგორ ფიქრობენ და ასე ირკვევა ჭეშმარიტება“, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები