ქობულეთში ხანძრის დროს დაღუპული მოზარდების იდენტიფიცირება მოხდა
ქობულეთში ხანძრის დროს დაღუპული მოზარდების იდენტიფიცირება დნმ-ის შედეგად მოხდა, – ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ძლიერი დამწვრობების გამო, ცხედრების იდენტიფიცირება თავიდანვე ვერ მოხერხდა, რის გამოც, გარდაცვლილების მშობლებს დნმ-ის ანალიზი აუღეს. ექსპერტიზის და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
შეგახსნებეთ, რომ 10 მაისს, გამთენიისას ქობულეთში სასტუმრო “არმაზი” დაიწვა. ხანძრის შედეგად 3 მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვლილები 10-დან 11 წლამდე ბავშვები არიან. დანარჩენი ბავშვის გამოყვანა სასტუმროდან დროულად მოხერხდა.