ნინო გიორგობიანის მეუღლე საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის მეუღლე, საფეხბურთო კლუბ „ბოლნისის სიონის“ მწვრთნელი ლადო ბურდული სამართალდამცველებმა დააჯარიმეს.
ქვეითად მოსიარულე ბურდული საპატრული პოლიციამ საავტომობილო გზის გადაკვეთის გამო დააჯარიმა. მან რუსთაველის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელით არ ისარგებლა.
„დაჯარიმდა, რუსთაველზე რომ გადაირბინა, ძალიანაც კარგი. აწი გეცოდინება, რომ მიწისქვეშა გადასასვლელებით უნდა ისარგებლო“, – წერს ნინო გიორგობიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.