ფილიპინებში ხანძრის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ფეხსაცმლის ფაბრიკაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. ტელეარხ ABS-CBN-ის ცნობით, ხანძარი შედუღების აპარატურის აფეთქებამ გამოიწვია. მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან ნათესავები და ახლობლები 62 ადამიანის დაკარგვაზე საუბრობენ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის შემდეგ შენობიდან მხოლოდ 4 -მა მუშამ მოახერხა გამოსვლა. ხანძრის დროს ქარხანაში ათობით ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები