რა გახდა წალკის გამგებლის მოადგილის გარდაცვალების მიზეზი, ექსპერტიზა დაადგენს

წალკის რაიონის გამგებლის მოადგილე ამირან ირემაძე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც „კვირას“ წალკის რაიონის გამგებელმა ჯონი საბაძემ განუცხადა, საცხოვრებელი სახლი, სადაც ამირან ირემაძის ცხედარი აღმოაჩინეს, გარდაცვლილს არ ეკუთვნოდა. მისი თქმით, მას გარდაცვლილი არ უნახავს და ფაქტთან დაკავშირებით სხვა ინფორმაციას არ ფლობს. მისივე განმარტებით, დანიშნულია ესპერტიზა, რომელიც გამგებლის მოადგილის გარდაცვალების მიზეზს დაადგენს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ამირან ირემაძეს გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამირან ირემაძის ცხედრის ექსპერტიზა უკვე ჩატარდა და დასკვნის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ამასთანავე, ცნობილია, რომ გარდაცვლილ ამირან ირემაძეს გარეგნული დათვალიერების შედეგად, რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნებოდა. როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ოჯახის წევრები ამბობენ, რომ წალკის რაიონის გამგებლის მოადგილეს გული აწუხებდა და ზოგჯერ გონებას კარგავდა. ამირან ირემაძის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა რამდენიმე კვირაში დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები