ავსტრიაში დაღუპული ქართველი გოგონას სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიაში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. პრემიერი სამძიმრის წერილს ავრცელებს, რომელშიც სოფიკო ლოლაშვილის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
როგორც წერილშია აღნიშნული, გარდაცვლილის ჩამოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
“მწუხარებას გამოვთქვამ ავსტრიაში ჩვენი ახალგაზრდა თანამოქალაქის, სოფიკო ლოლაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ვიზიარებ და თანავუგრძნობ დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს. იმედს გამოვთქვამ, რომ ავსტრიის პოლიცია გამოიძიებს და დაადგენს სოფიკო ლოლაშვილის გარდაცვალების მიზეზებს. გარდაცვლილის ჩამოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს”, – ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.