უკრაინა კრედიტორებთან სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაციის საკითხზე მოლაპარაკებას აწარმოებს

უკრაინამ ჯერჯერობით ვერ მიაღწია შეთანხმებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ვალის რესტრუქტურიზაციის საკითხზე. მხარეებს ერთმანეთთან პრეტენზიები აქვთ.
როგორც უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ნატალია იარესკომ განაცხადა, ქვეყანას ზედმეტი ვალუტა არ გააჩნია და „სიტუაცია საკმაოდ რთულია“.
უკრაინის ხელისუფლება ვალის ნაწილის რესტრუქტურიზაციის, ნაწილის კი მთლიანად ჩამოწერას ითხოვს. საუბარია, სავარაუდოდ, 30-35%-ის ჩემოწერაზე.
სააგენტო “უნიანის“ ინფორმაციით, უკრაინა დაინტერესებულია შეთანხმების რაც შეიძლება სწრაფად გაფორმებაში, რათა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან მეორე ტრანში მიიღოს 1 მილიარდ 700 მილიონი დოლარის ოდენობით. ეს საკითხი სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოზე მაისის ბოლოს – ივნისის დასაწყისში უნდა გადაწყდეს. უკრაინის საერთო საგარეო ვალი 23 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები