პრინცი ჰარი საცოლეს ეძებს

პრინცი ჰარი, რომელიც პრინც უილიამის უმცროსი ძმაა, საცოლეს ეძებს. თავად პრინცი გამოტყდა, რომ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც უილიამს მეორე შვილი ეყოლა. ამასთან, ჰარი ამბობს, რომ უბრალო მანდილოსანთან ის ოჯახს ვერ შექმნის. მისი თქმით, მას ისეთი ცოლი სჭირდება, რომელიც დიდ ზეწოლას და პასუხისმგებლობას გაუძლებს.
ბრიტანელი ბლოგერები წერენ, რომ ჰარი ამჟამად ფარულად ხვდება 24 წლის მსახიობს – ემა უოტსონს. ამასთანავე, მსახიობის მეგობრები ამბობენ, რომ პრინცი მას, მართლაც, ეფლირტავებოდა, მაგრამ ემამ ჰარის უარი უთხრა.
ამ თემის კომენტირებისას მსახიობმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ არ არის საჭირო ყველაფრის დაჯერება, რაც მედიაში იწერება. „იმისთვის, რომ პრინცესა გახდე, სულაც არ არის აუცილებელი პრინცს ცოლად გაჰყვე“, – წერს ემა უოტსონი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები