ბურუნდიში სამხედროებმა პრეზიდენტი ჩამოაგდეს

ბურუნდიში სამხედროებმა ქვეყნის პრეზიდენტის, პიერ ნკურუნზიზას ჩამოგდების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ბურუნდიში 20 აპრილიდან მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. პოლიციამ დემონსტრანტების დასარბევად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. არეულობის შედეგად უკვე დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი. საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა ნკურუნზიზამ მესამე ვადით კენჭისყრა გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება მან ქვეყნის შიგნით უკმაყოფილების და დასავლეთის მხრიდან თხოვნის მიუხედავად მიიღო. არსებობს იმის საფრთხე, რომ საპროტესტო გამოსვლები კვლავ სამოქალაქო ომში გადაიზარდოს, რომელიც ბურუნდიში 2006 წელს დასრულდა. ამასთანავე, პრეზიდენტის გარემოცვა ხელისუფლებიდან მისი ჩამოშორების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. მათი განცხადებით, არანაირი გადატრიალება არ მომხდარა და საპრეზიდენტო არჩევნები 26 ივნისს ჩატარდება. ბურუნდი მსოფლიოში უღარიბესი ქვეყანაა. ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 177 დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები