სტოლტენბერგი ევროპაში ნატოს გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის შეიარაღებული ძალების გაძლიერება გამოწვეულია რუსეთის აგრესიით უკრაინაში.
„ნატომ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის ბალტიის ქვეყნებში თავისი სამხედრო წარმომადგენლობა გაზარდა, რაც რუსეთის აგრესიული ქმედებებით არის გამოწვეული. მოსკოვი ყირიმის უკანონო ანექსიაზე, უკრაინაში განხორციელებულ აგრესიაზე და დესტაბილიზაციაზეა პასუხისმგებელი“, – განაცხადა მან.
რუსული გენშტაბი ნატოს მიერ ისეთ პირობით მოწინააღმდეგესთან ბრძოლის მომზადებაზე საუბრობს, რომელშიც მარტივია რუსეთის დანახვა. რუსეთის შეიარაღებული ძლების მაღალჩინოსნების განცხადებით, 2014 წელს ალიანსის სწავლების რაოდენობა გასულ პერიოდთან შედარებით თითქმის ორჯერ გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები