თურქეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთს ყირიმის უკანონო ანექსიაში ადანაშაულებს

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ახმეტ დავუთოღლუმ ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია დაუშვებელია. მან ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა ყირიმის მოსახლეობას.
„უკრაინამ უნდა მიიღოს ჩვენი მხარდაჭერა, მაგრამ უკრაინისთვის დახმარების პარალელურად ყირიმის მოსახლეობაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ყირიმის უკანონო ანექსია ყველა შემთხვევაშია მიუღებელი“, – აცხადებს დავუთოღლუ.
თურქეთის ხელისუფლება ასევე ყირიმელი თათრების უფლებების დარღვევაზე საუბრობს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მავლიუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი ყირიმში არაოფიციალური მისიის გაგზავნას გეგმავს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მონიტორინგისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები