ჯონ მაკკეინს მიაჩნია, რომ აშშ-ს პრეზიდენტი არაბული ქვეყნების ლიდერების მოქრთამვას გეგმავს

აშშ-ს „რესპუბლიკური“ პარტიის წევრმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას და სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრაზე საუბარი იქნება ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში ვაშინგტონის და თეირანის შეთანხმების მხარდაჭერაზე არაბული სამყაროს მხრიდან.
მაკკეინს მიაჩნია, რომ ობამამ შეიძლება არაბული ლიდერები მოქრთამოს, ვინაიდან ირანის წინააღმდეგ სანქციების ეტაპობრივი გაუქმების ვაშინგტონის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
„ვფიქრობ, რომ ისინი მოქრთამვის ყველა ფორმას გამოიყენებენ“, – განაცხადა მაკკეინმა.
ამასთანავე, ბარაკ ობამას ყოფილი კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნებში აცხადებს, რომ მას ეჭვი ეპარება, რომ არაბული სამყარო აშშ – ირანის გარიგებას მხარს დაუჭერს.
შეგახსენებთ, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ დასავლეთის სანქციების გაუქმების შეთანხმებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ისრაელი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მას ებრაული სახელმწიფოს განადგურების მცდელობად აფასებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები