ვლადიმერ პუტინის შემდეგ ჯონ კერი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს – პაველ კლიმკინს შეხვდა. ეს შეხვედრა კერის და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკების შემდეგ გაიმართა. კერიმ უკრაინულ მხარეს პუტინთან მოლაპარაკების შედეგები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა შეათანხმეს მომავალი ნაბიჯები უკრაინაში სიტუაციის მოგვარების, კერძოდ, აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი კრიზისიული მდგომარეობის განმუხტვის მხრივ. თავად კერიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ „ტვიტერში“ დაწერა, რომ მან უკრაინას სრული მხარდაჭერა გამოუხატა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. კერი და კლიმკინი ანტალიაში შეხვდნენ, სადაც უკრაინა-ნატოს კომისიის სხდომა იმართება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები