ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს მასუდ აჰმედს, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს მარკ გრიფიტს და სსფ-ის წარმომადგენელს საქართველოში აზიმ სადიკოვს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური ვითარებისა და მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ისაუბრეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით არაერთი ნაბიჯი გადადგა. პრემიერმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის – ”საქართველო 2020”-ის ძირითად მიმართულებებზე და საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრეს. პრემიერის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისას მჭიდროდ ითანამშრომლებს დონორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები