პატრიარქი ქობულეთში დაღუპული ბავშვების მშობლებს შეხვდა

პატრიარქი ქობულეთში დაღუპული ბავშვების მშობლებს შეხვდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც გარდაცვლილი ბავშვები არიან დასვენებული. პატრიარქმა ანუგეშა და დალოცა გარდაცვლილი ბავშვების მშობლები, ოჯახის წევრები.
როგორც რუსთავის სიონის წინამძღვარმა, დეკანოზმა დიმიტრიმ განმარტა, ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, ცხედრები რამდენიმე დღის განმავლობაში ტაძარში იქნებიან დასვენებული. ტაძარში იმყოფებოდა ასევე განათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მოადგილეებთან ერთად. მათ ოჯახს მიუსამძიმრეს. ქვემო ქართლის გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა განაცხადა, რომ დნმ- ის ანალიზის პასუხამდე ბავშვები ტაძარში იქნებიან დასვენებული. ცენტრალური ხელისუფლება გარდაცვლილების ოჯახებს 10 ათასი ლარით დაეხმარება. რუსთავის მერია კი გაიღებს დაკრძალვის ხარჯებს და ოჯახებს ფულად დახმარებსაც გაუწევს. ქობულეთის სასტუმრო “არმაზში” ხანძრის შედეგად 3 მოზარდი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები