გურიის გუბერნატორად გია სალუქვაძე დაინიშნა
გურიის რეგიონის გუბერნატორად გია სალუქვაძე დაინიშნა – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. სალუქვაძის დანიშვნის შესახებ ბრაძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვა გამოსცა.
არსებული ინფორმაციით, სალუქვაძე სხვადასხვა დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროში, პროკურატურში, “საქრუსენერგოში” მუშაობდა, დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია.
გია სალუქვაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პოლიტპატიმრის სტატუსით არის გათავისუფლებული. როგორც ცნობილია, იგი 26 მაისის აქციის დაშლის დრო დააკავეს.