გერმანიის პარლამენტის დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

გერმანიის ბუნდესტაგის პარლამენტის 5 წევრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. გერმანიის საპარლამენტო დელეგაცია, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სხვა ოფიციალურ შეხვედრებსაც გამართავს. ბუნდესტაგის დეპუტატები, გარდა პრემიერისა, შეხვედრებს გამართავენ ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან ზურაბ ტყემალაძესთან, პარლამენტის საქართველო-გერმანიის მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარესთან ზვიად კვაჭანტირაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გიგი გიგიაძესთან. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გათვალისწინებულია შეხვედრები აჭარასა და იმერეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილესთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
როგორც გერმანიის საელჩოში აცხადებენ, დელეგაცია ბოლნისსა და ასურეთსაც ესტუმრება, სადაც დეპუტატები ადგილობრივი გამგეობისა და საქართველოში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის წევრებს შეხვდებიან. საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციის ვიზიტი 13 მაისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები