დავით ბაქრაძე : ჩვენი მნიშვნელოვანი პროგრესი აუცილებლად აისახება რიგის სამიტის დეკლარაციაში

საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი აუცილებლად აისახება რიგის სამიტის დეკლარაციაში, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ევროკავშირმა გამოაქვეყნა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო წარმოუდგენლად დიდი პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო 6 თვეში მიაღწია.
რაც შეეხება რეკომენდაციების ნაწილს, ბაქრაძის თქმით, ქართული მხარე მის შესასრულებლად მზად არის. “ჩვენი მნიშვნელოვანი პროგრესი აუცილებლად აისახება რიგის სამიტის დეკლარაციაში, ისევე, როგორც სხვა საკითხები, რომელზეც მუშაობა გრძელდება”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები