როგორ იქცა ჯინსიან რაინდად ბავშვობაში გულჩათხრობილი ბიჭი

 ვაჩე ჭკადუამრაინდელისფსევდონიმი აირჩია და მიაჩნია, რომ შუა საუკუნეების ეპოქაში უნდა დაბადებულიყო. ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო ისტორიული რომანების კითხვა და მას შემდეგ მისთვის ზღვარი რეალურსა და არარეალურს შორის მის მიერვე გამოგონილ სამყაროზე გადის. ახლა, ამ სამყაროს გასაცნობად გიწვევთ დღევანდელი ,,პერსონა.

 ვაჩე, რაინდელისფსევდონიმი რატომ აირჩიე, 21- საუკუნეში ამით შენს გვიან დაბადებას ხომ არ ,,აპროტესტებ“?
– თქვენს შეკითხვას იუმორნარევ ინტერესს დავარქმევდი. რაინდელის ფსევდონიმი, ალბათ იმ წიგნის გმირების ბრალია, რომელსაც ბავშვობაში ვკითხულობდი და რომლებიც ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ. მათი გმირობის და თავგადასავლების მკითხველი, მეც იმ ერთ დიდ წარმოსახულ სამყაროში შევდიოდი, რომელსაც, თუნდაც, ბავშვები აცოცხლებენ ხოლმე გონებაში და შემდეგ ამით ტკბებიან.
არ მინდა, თავის გამოჩენასავით ჩამეთვალოს, მაგრამ ამა თუ იმ ხიფათისა და განსაცდელისგან ყოველთვის მსურდა ადამიანები გადამერჩინა, სამართლიანობისთვის მებრძოლა და ბოროტის მთესველი ცუდი ბალახი, როგორც დიდ წიგნში,- “დათა თუთაშხიაშია“, შემეკვეცა და ამომეძირკვა. დღეს ამის გარჩევაც ძნელი გახდა. რაც შეეხება ფსევდონიმის არჩევას, ეს სრულიად ბუნებრივად, რასაც ჰქვია ჩაძახებასავით, ამოტივტივდა გონებაში, როდესაც შემოქმედებითი გვერდის გაკეთებას ვაპირებდი.
ხშირად მიფიქრია, რომ შეიძლებოდა დავბადებულიყავი ადრეულ საუკუნეში, სადაც ავტომატის კაკანისა და ბირთვული იარაღის მაგივრად მტერთან ბრძოლა ისრითა და ხმლით იქნებოდა შესაძლებელი და ტანკის მაგივრად ან ჯავშანჟილეტის ნაცვლად ჯაჭვის პერანგი ჩამეცვა და ქვეყანა ფარით დამეცვა. შესაძლოა, იმ დროს ადამიანები არ იყვნენ ფულზე ორიენტირებული. დღევანდელ დღეს, ალბათ, სიგიჟედ ან უცნაურ სისულელედაც  წარმოუდგენია ვინმეს რაინდი, მაგრამ რაინდული სულისკვეთების ადამიანები, კაცები და ქალები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან. შეიძლება მათი ცხოვრების სტილი შეიცვალოს, მაგრამ გული და სულისკვეთება იგივე დარჩება.
ამჟამად თავდაცვის სამინისტროში მუშაობ...1082688_713031465394685_2003580322_n
 – თავდაცვის სამინისტროში ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში, კომპიუტერული ქსელების სპეციალისტად ვმუშაობ. მიმაჩნია, რომ ადამიანები დღეს ვირტუალურ სამყაროს დიდ დროს უთმობენ. ამის გამო ცოცხალ ურთიერთობას ვერ ახერხებენ, წიგნიც დაივიწყეს და ეს ძალიან ცუდია.
 – ბავშვობაში ვინ მოახდინა შენზე ყველაზე დიდი გავლენა?
– ვსწავლობდი საგურამოს საშუალო სკოლაში, ბაბუა და ბებია არ მინახავს, მხოლოდ დედაჩემის დედა მახსოვს. სამწუხაროდ, არც  ბაბუის სიყვარული ვიცი… ბავშვობა გულჩათხრობილი მქონდა. მყავდა ერთი მასწავლებელი, ძალიან კეთილშობილი ადამიანი, მანანა სართანია, ისტორიას მასწავლიდა, რომელმაც ახალგაზრდობაში “ვეფხისტყაოსანი“ თითქმის ზეპირად იცოდა. ნამდვილი მასწავლებელი იყო, კეთილი და თბილი… ხშირად დავდიოდი მასთან სახლშიც და მიყვებოდა ისტორიებს იმ ქართველ გმირებზე, რომლებმაც თავისი სახელი უკვდავყვეს საქართველოს ისტორიაში. ბავშვობაში მიყვარდა ისტორიული წიგნების კითხვა, რა თქმა უნდა, რაინდებზე…
საერთოდ კი 21- საუკუნეში, ჯინსიანი რაინდი აბჯრის, ორთაბრძოლების და ციხესიმაგრეების გარეშე როგორ წარმოგიდგენია?
– ეს შეკითხვა საპასუხოდ ადვილი არ არის, მაგრამ შევეცდები, ბოდვასავით არ გამომივიდეს ნაწერი და ამ ფსევდონიმს  დღევანდელი დროის გმირი შევუთავსო. დღესაც მოიძებნებიან რაინდული სულისკვეთების ადამიანები, რომლებიც თუნდაც მეგობრის გულისთვის ხიფათზე მიდიან. მათ იციან ქალის ფასი და საკუთარი ქვეყნის მიმართ პატრიოტული გრძნობა გააჩნიათ. ვიცი, სალაპარაკოდ ადვილია, საქმე კი ძნელია, მაგრამ ღირსების ღირებულად ტარება ყველას როდი შეუძლია. ასე რომ, შესაძლებელია, დღევანდელი დროის რაინდი შექმნა და მარტო წარსულს არ აცნობიერებდე. დრო და ცხოვრება წვრთნის ადამიანს. ეს გამოცდასავითაა, ან გამოიწრთობი და იქნები ძლიერი და წარმატებული, ან იმ დარტყმებს, რომელსაც ცხოვრება ხშირად აყენებს ადამიანს,- ვერ აიტან და აგონიას მიეცემი, რის შედეგადაც კონცენტრაციას დაკარგავ და დაკნინდები.
-”დიდი ხანია, ვაკვირდებოდი ჩემს თავს, ჩემს ქცევებს და ვხვდებოდი, რომ ვიყავი ჩრდილი იმისა, რაც რეალობაში უნდა ვიყო, კითხვა შენივე ნათქვამიდან გამომდინარე, ვინ ხარ რეალობაში და ვინ გინდა იყო?
 – არის მომენტები ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც განიცდის რაღაცის ვერ მიღების, ან საკუთარი თავის არარეალიზებას. ბევრ ადამიანზე მსმენია, სიღარიბესა და სიღატაკეში გაზრდილან, შემდეგ კი წარმატებული ადამიანები გამხდარან.
ბავშვობაში გულჩათხრობილი ვიყავი, თავს ვიკავებდი, ხშირად გამომეხატა, რაც მიხაროდა, მტკიოდა თუ მაწუხებდა. ჩემს თავს ვხედავ, ზომაზე მეტად ჩვეულებრივს, უბრალოს და დაპირისპირებებს არიდებულ ადამიანად. არ მინდა ვინმე მტრად გამიხდეს, ან მე გავხდე და მასზე ფიქრში გავატარო თუნდაც რამდენიმე წუთი… ნეგატიური ფიქრები ამძიმებს ადამიანის ისედაც დამძიმებულ ყოფას, იმ წუთებს, როდესაც შეიძლება რაიმე ღირებული შექმნა..
წარმატების შენეული ფორმულა, როგორია?
– არ შეიძლება, გაჩუმდე და მიენდო ამ ცხოვრების დინებას. როცა სხვა იბრძვის და იმარჯვებს კიდეც. რამდენადაც მეტს მოსთხოვს ადამიანი საკუთარ თავს, იმდენად წინ წავა. ასეთია წარმატების კანონი ვაჩესგან: “როცა შიგნიდან რამე გაწუხებთ, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, ყოველთვის გამოხატეთ, თუნდაც უცნობ ადამიანთან.“
ყველასთან გულახდილი ხარ და ეს რამდენად კარგია?1960198_713031375394694_1340007926_n
– ყველასთან გულახდილი ნამდვილად არ ვარ, ყველასთან გულახდილი იყო, ეს იგივეა, შენი პირადი გასაღები სხვას გადასცე. არ ვიცი, ეს კარგია თუ არა, მაგრამ  გულახდილობა რომ, საერთოდ,  შენს წრფელ და სუფთა ადამიანობაზე მეტყველებს, ეს კი ცხადია. გულახდილი ვარ…
ჩვენი საუკუნე დეპრესიების საუკუნეა, ყველაზე დეპრესიულმა ადამიანმა ამას როგორ დააღწიოს  თავი?
   – დეპრესიისგან თავის დაღწევის ბევრი საშუალებაა, მთავარია, ადამიანს ამის ჯანმრთელი სურვილი ჰქონდეს. ერთმა ფილოსოფოსმა თქვა: „სტრესი არ არის ის, რაც შეგვემთხვა, არამედ ის, თუ როგორ აღვიქვამთ მომხდარსო“, – დამეთანხმებით, რომ ამის მართვა ადვილი არ არის, როცა არ იცი, როგორ მიუდგე საკუთარ თავს, ხოლო რაც იცი, ბუნებრივია, მარტივია. დეპრესიასთან საწინაღმდეგო საშუალებებია: თუნდაც ელაპარაკო პატარა ბავშვებს, მათ ხომ ლამაზი და მრავალფეროვანი სამყარო აქვთ. უსმინო ლამაზ მუსიკას, ნახო ბუნების ფოტოები, გახვიდე მშვიდ ადგილას. ყველაზე კარგია, მიმართო უახლოეს მეგობარს. გამოსავალი ხომ ყოველთვის არსებობს…
დაასრულე აზრი: ცხოვრება სცენაა, რომელიც
 – ავლენს იმას,- ვინ კარგად თამაშობს და ვინ არა, ვინ საერთოდ არ თამაშობს და ვინ საერთოდ არ იცის, რა დანიშნულება აქვს სცენარში. უბრალოდ ერთია,- რასაც აკეთებ, თუნდაც სცენარის პერსონაჟი იყო, უნდა აკეთო შენი საქმე და აკეთო სიყვარულით. კარგი იქნება, თუ საზოგადოების აზრსაც გაითვალისწინებ.

 

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები