გიორგი მარგველაშვილი: ვითანამშრომლებ მთავრობის ყველა მინისტრთან

მთავრობის თითოეულ წევრს ვუსურვებ წარმატებებს და ვითანამშრომლებ ყველა მინისტრთან – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“დღეს დილაადრიან გამოეცხადა მთავრობას ნდობა პარლამენტში. მე მთავრობას ვუსურვებ წარმატებებს. სეიროზული გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. უპირველესად ეს არის ეკონიმიკა. აუცილებელია ეფექტური ღონისძიებების გატარება სავალუტო პრობლემების დასაძლევად, ეკონომიკისთვის უფრო ძლიერი იმპულსების მისაცემად კი, სერიოზული შესაძლებობების გამოყენება, რომელიც საქართველოს ეკონომიკურად გააჩნია. აუცილებელია დემოკრატიული დღის წესრიგის შენარჩუნება. ვუსურვებ წარმატებებს მთავრობის თითოეულ წევრს და ვითანამშრომლებ მთავრობასთან და მის ყველა მინისტრთან”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები