ტრისტან წითელაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ

სამხედრო ექსპერტს ტრისტან წითელაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც „კვირას“ გენერალმა ტრისტან წითელაშვილმა განუცხადა, მას დღეს ვაკის პარკის შესასვლელთან „თავისუფალი ზონის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დახვდნენ. მისივე თქმით, თავდამსხმელებმა ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც ტრისტან წითელაშვილი ამბობს, ვაკის პარკის შესასვლელთან ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, თავდამსხმელებს კი „ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის“ წევრი ირაკლი წერეთელი ხელმძღვანელობდა. „დღეს, ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ და სამამულო ომში მონაწილე საქართველოს მოქალაქეებისთვის ღონისძიება იმართებოდა, ამ ღონისძიებაზე დასასწრებად მივედი. ვაკის პარკთან დამხვდნენ „თავისუფალი ზონის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, რომლებსაც ირაკლი წერეთელი ხელმძღვანელობდა. მომაყენეს შეურაცხყოფა, ჯერ სიტყვიერად და შემდეგ ეს ყველაფერი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ისეთი საქციელი ჩაიდინეს ამ „ვაი პატრიოტებმა“, რაც ჩვენ გმირებს არ ეკადრებოდა, რაც დღევანდელ დღეს არ ეკადრებოდა, ბანდიტებივით დამხვდნენ.
თქვენის დახმარებით მივმართავ მათ, თუ ვინმეს ჩემს წინააღმდეგ მსგავსი რამ აქვს ჩაფიქრებული, ქუჩაში კი არ უნდა დამხვდეს, მზად ვარ მათთან ოფისში შევხვდე, სხვაგან ნებისმიერ ადგილას და იქ მითხრან სათქმელი და არა მსგავს ღონისძიებებზე. დღეს მათ შეურაცხყოფა მე კი არ მომაყენეს, არამედ დიდი სამამულო ომის მონაწილეებს, სადაც მათთვის სპეციალური ღონისძიება იმართებოდა“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას ტრისტან წითელაშვილმა.
როგორც „კვირას“ შინაგან სსაქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ-ს 166-ე და 173-ე მუხლით აღიძრა. მათივე ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც წითელაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

11208929_947340448621782_2056477563_n

11259013_947340411955119_1933642071_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები