თინა ხიდაშელი: ჩვენ არავის შევპირებივართ სამოთხეს ოთხ წელიწადში

რეალურად, შესაძლებელია ოთხ წელიწადში შეცვალო პერსპექტივა, ჩვენ არავის შევპირებივართ სამოთხეს ოთხ წელიწადში – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამთავრობო გუნდს ოთხ წელიწადში პერსპექტივების შეცვლა და ამის საზოგადოებისთვის, 2016 წლის არჩევნებამდე ჩვენება, შეუძლია.
“მე ოთხი დღის წინ შევუერთდი ამ სამთავრობო გუნდს. მე კი არასდროს ვიღებ გადაწყვეტილებას, თუ არ ვიცი წინ რა არის. დიახ, იმიტომ ვართ მთავრობის წევრები, რომ დარწმუნებული ვარ, 2016 წლის ბოლომდე, ანუ არჩევნებამდე მოვახერხებთ საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ რეალურად შესაძლებელია ოთხ წელიწადში შეცვალო პერსპექტივა. ჩვენ არავის შევპირებივართ სამოთხეს ოთხ წელიწადში, განსაკუთრებით იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც საქართველოს გარშემოა, მაგრამ ის, რომ აჩვენო სწორი პერსპექტივა, შესაძლებელია და ამის უდიდესი ნაწილი უკვე სახეზეა. ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ”, – განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები