სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული სახერხი საამქროები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის თანამშრომლებმა, ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, ხე-ტყის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული სახერხი საამქროები გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოჩენილია ასევე, სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეების უკანონო სარგებლობისა და უკანონო ტრანსპორტირების რამდენიმე ფაქტი. უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორის საერთო ოდენობამ 67 კუბური მეტრი შეადგინა. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 8000 ლარს აღწევს. არარეგისტრირებული სახერხი სამქროები დაილუქა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა შესაბამის ორგანოებში.