პრემიერი: მე ვარ ბედნიერი, რომ ქართული დემოკრატია დღეს კიდევ უფრო განმტკიცდდა

 

მე ვარ ბედნიერი, რომ ქართული დემოკრატია დღეს კიდევ უფრო განმტკიცდდა და ქართული სახელმწიფო კიდევ უფრო გაძლიერდა ამ ორი დღის განმავლობაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე საათიანი განხილვების შემდეგ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ჩემი სურვილი ნამდვილად იყო, რომ დიალოგი წარმართულიყო კონსტრუქციულ რეჟიმში, მაგრამ ამის მოლოდინი მე არ მქონია, ეს თქვენი არჩევანია. მე ვარ ბდნიერი, რომ ქართული დემოკრატია დღეს კიდევ უფრო განმტკიცდდა და ქართული სახელმწიფო კიდევ უფრო გაძლიერდა ამ ორი დღის განმავლობაში. ჩვენ ვიხილეთ ღია პროცესი. ქვეყნის მართვა არის ძალიან მძიმე და მით უმეტეს დემოკრატიული მეთოდებით მართვა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს.
“დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი ჩემთვის, რადგან კიდევ ერთხელ ხდება ნდობის გამოცხადება მთავრობისთვის. რა თქმა უნდა, მე ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რომელსაც მე ვემსახურები ჩემი შეგნებით, გონებით და გულით. მინდა, ყველამ ვიგრძნოთ ეს პასუხიმგებლობა, მათ შორის თქვენ, ოპოზიციის წარმომადგენლებო. თანამდებობა არ არის მარადიული. ჩვენ უნდა შევქმნათ ის, რაც დაამახსოვრდება მომავალ თაობას, უნდა გვახსოვდეს, რას დავუტოვებთ ჩვენს ქვეყანას. მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს, ოპონენტებს, ვინაიდან თქვენ ჩვენ გვაძლიერებთ, მადლობა პარლამენტს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები