პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

 

87 მომხრე და 38 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა.

“მთავრობას ვულოცავ პარლამენტის ნდობის მიღებას, პარლამენტს ვულოცავ ამ გადაწყვეტილების მიღებას და ვისურვებ, რომ ეს ყველაფერი ძალიან სასიკეთო გამოსულიყოს ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის“, – მიმართა დავით უსუფაშვილმა კოლეგებს და მთავრობის წარმომადგენლებს კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრია – თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების თანამდებობაზე გიგლა აგულაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

ყველა სხვა მინისტრი დაკავებულ თანამდებობაზე რჩება. უცვლელია პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი. კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის სხდომა ჰიმნით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები