უსუფაშვილი: განახლებულ მთავრობაში ორი „რესპუბლიკელის“ წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, განახლებულ მთავრობაში ორი „რესპუბლიკელის“ წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

უსუფაშვილის განცხადებით, მთავრობის ორი “რესპუბლიკელით” განახლების გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა მისი შეთავაზებით მიიღო.

“მე მინდა შევეხო ერთ თემას, რომელიც სპეკულაციის საგანი გახდა ბოლო ხანებში. ათასნაირი ახსნა მოეძებნა იმ ფაქტს, რომ განახლებულ მთავრობაში განახლება მოხდა ორი “რესპუბლიკელის” მთავრობაში გადანაცვლებით. დიახ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ეს არის ჩვენი მხრიდან დამატებითი პასუხისმგებლობის აღება; ეს არის ჩვენი მხრიდან იმ პირობის გაგრძელება, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლის პირველივე დღიდან განაცხადა. მან ბრძანა, რომ ხედავდა “რესპუბლიკურ პარტიას” სტრატეგიულ პარტნიორად. ჩვენ განვაცხადეთ მზაობა სტრატეგიული პარტნიორობისთვის და ეს არის ნაბიჯი სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით. კითხვა იმის შესახებ, თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება – ეს გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი ღარიბაშვილმა ჩემი წინადადებით. დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე და კოალიციის ყველა პარტნიორი იყო ჩართული შემდგომ პროცესში. ჩვენ ძალიან ბევრ სხვა რამეზე ვისაუბრეთ და ეს ყველაფერი გამოჩნდება ჩვენი კოალიციის თუ მთავრობის უფრო ხმაშეწყობილი და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გადაყვანით და ეს წაადგება ქვეყანას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები