“კონსერვატორები” ლარის კურსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ

 

“კონსერვატორები” ლარის კურსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

ძიძიგურმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის ანგარიშის განხილვა კომიტეტებში უკვე დაწყებულია.

“გამოითქვა მოსაზრება, ხომ არ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის ეროვნულ ბანკთან მიმართებაში რა და როგორ უნდა მოხდეს და სასწრაფოდ მივიღეთ რეაგირება ჩვენი კოლეგებისგან, რომ საგამოძიებო კომისია ვერაფერს გამოიძიებს. ამ დროს ყველაფერზე საგამოძიებო კომისიას ითხოვენ.არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ კითხვის დასმის უფლება არა გვაქვს?! როდესაც ერთი კოლმეურნეობის თავმჯდომარე გვემუქრება ფინანსური მაიდანით, ჩვენ ისეთი გულუბრყვილოები ვართ, რომ ვიფიქროთ, ეროვნული ბანკი პოლიტიკისგან აბსოლუტურად თავისუფალია?! ჩემი აზრით, ეს საკითხი გამოსაკვლევია.

ეროვნული ბანკის ანგარიშის განხილვა კომიტეტებში უკვე დაწყებულია. ამ ანგარიშის განხილვის შემდეგ თუკი დაისმება საკითხი, რომ კომისია შეიქმნას ლარის კურსთან დაკავშირებით, “კონსერვატორები” მხარს დავუჭერთ და მინდა, ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადო”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები