თეა წულუკიანი: სახელმწიფოს ხელში არსებული, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების ეტაპობრივად დაბრუნება დაიწყება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე იმ უკანონოდ ჩამორთმეული ქონებათა ნუსხის წარმოდგენას გეგმავს, რომელთა დაბრუნებაც ეტაპობრივად უნდა მოხდეს მფლობელებისთვის.

ამის შესახებ თეა წულუკიანმა “ტელეიმედის“ გადაცემა“ რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა.

“მე ვამბობდი ქონებების დაბრუნება უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენის პროცესის ნაწილი, აქაც იმ კომისიის ფარგლებში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში შევქმენით იუსტიციის სამინისტრო ამაში მონაწილეობს, რიგი საქმეებისა გასწორდა, მაგრამ აუარება საქმეებისა რჩება გასასწორებელი, ამიტომაც შეიქმნა პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი, სამართალწარმოების პროცესში დარღვევების გამოვლენის მიზნით, რომ ქონების დაბრუნება დაიწყოს, ეკონომიკის სამინისტრომ და პროკურატურამ არაერთხელ განმარტეს, რომ პრიორიტეტი მიენიჭება იმ საქმეებს, იმ ქონებებს, რომელი ქონებაც ჯერ კიდევ სახელმწიფოს ხელშია და ასეთი ძალიან ბევრია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია (თუმცა მე პროკურორი აღარ ვარ და დეტალებზე ვერ დაარ ვისაუბრებ) მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუშაობს, რომ მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე და იმედი მაქვს ეს მალე მოხდება, წარმოადგინოს ის ნუსხა საქმეების, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს ხელში არსებული ქონებების ეტაპობრივად დაბრუნება უნდა მოხდეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები