თინა ხიდაშელი: ეკონომიკური გუნდის მინისტრების შეცვლა პოპულისტური ნაბიჯი იქნებოდა

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის აზრით, მთავრობის შემადგენლობაში განხორციელებული ცვლილებები ეკონომიკური გუნდის მინისტრებს, რომ შეხებოდათ ეს სუპერ პოპულისტური გადაწყვეტილება იქნებოდა.

ამის შესახებ თინა ხიდაშელმა “ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა ხიდაშელს კითხვით მიმართა – ადეკვატური იყო თუ არა, ის ფაქტი, რომ მხოლოდ სამი მინისტრი შეიცვალა და ეს ცვლილებები არ შეეხოთ ეკონომიკური პროფილის მინისტრებს.

როგორც ხიდაშელმა განაცხადა, საქართველოს არ ჰყავს პოპულისტური მთავრობა, შესაბამისად, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება არ მომხდარა.

“სუპერპოპულისტური იქნებოდა გადაწყვეტილება, რომ დღეს სხდომათა დარბაზში შეცვლილი იყოს ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი… მაგრამ გაიგოს მთელმა საქართველომ, ჟურნალისტებმა, ექსპერტებმა, ეს არ არის სუპერპოპულისტური, შუალედურად პოპულისტური, ან რამენაირად პოპულისტური მთავრობა. ჩვენ არ დავდივართ ადვილი გზებით, არ ვართ პოპულისტები, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც მიგვაჩნია, რომ იმ მომენტში ყველაზე სწორი და ადეკვატურია. ამაზე 4 წლის შემდეგ ყველანი ერთად წარვდგებით ამომრჩევლის წინაშე და პასუხს ვაგებთ, საქართველოში არჩევნები არასდროს გაყალბდება, შესაბამისად, ყველა ერთად ვნახავთ იმ არჩევნების შედეგებს“, -აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები