ხადური: პრემიერი მიიჩნევს, რომ ფინანსთა მინისტრი დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად ასრულებს

 

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რცა ის ფინანსთა მინისტრის პოზიციაზე დარჩა. აღნიშნული განცხადება ფინანსთა მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის ინგა გრიგოლიას კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„ჩემთვის მოულოდნელი არ იყო, რომ ისევ დავრჩი ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე თქმით, ასრულებს თუ არა ფინანსთა მინისტრი ჯეროვნად თავის მოვალეობას, ამას პრემიერი ასე მიიჩნევს. „ამას თვლის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და იმედი მაქვს, რომ ამას ჩათვლის საქართველოს პარლამენტიც“, – აღნიშნა ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები