დიმიტრი ხუნდაძე: “ნაცმოძრაობის” ჯიხურში არც ყიდვა ღირს და არც გაყიდვა, რადგან კურსი არ უვარგათ

“ნაცმოძრაობის” ჯიხურში არც ყიდვა ღირს და არც გაყიდვა, რადგან კურსი არ უვარგათ”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ პარლამენტის სხდომაზე ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის ბანერის წარმოდგენას.

“ნაცმოძრაობის” ჯიხურში არც ყიდვა ღირს და არც გაყიდვა, რადგან კურსი არ უვარგათ, არც ამერიკული და არც ევროპული, რუსული კი ჩამალულია და არ ჩანს. მათთან არც ერთი ამომრჩეველი ვალუტის გადასაცვლელად არ მივა არასოდეს”, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ბანერი წარმოადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები