საგარეო საქმეთა სამინისტროს ყირგიზეთის დელეგაცია ესტუმრა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყირგიზეთის დელეგაცია მიიღო. ყირგიზეთში საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენლები და ექსპერტები საქართველოს ეუთოს ცენტრის პროექტის „study tour for a delegation from the Kyrgyz Republic in Georgia“-ს ფარგლებში სამი დღით ეწვივნენ.
საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების პრესისა და პიარდეპარტამენტების ხელმძღვანელებმა სტუმრებს გააცნეს და გაუზიარეს თავიანთი სამინისტროების სტრატეგია, გეგმები და ის ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომლითაც ხელმძღვანელობენ საზოგადოებასთან ურთიერთობას.
მხარეებმა ისაუბრეს როგორც შიდა უწყებრივი კომუნიკაციის საკითხებზე, ასევე საერთაშორისო მასმედიასთან ურთიერთობებზე. ყირგიზეთის დელეგაციას წარმოადგენდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს, კრიზისების საბჭოს, ენერგეტიკის სამინისტროს, ინდუსტრიის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების ექსპერტები.
მათ ასევე გამართეს შეხვედრები პრემიერ-მინისტრის აპარატში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროებში, სადაც გაეცნენ ბოლო დროს საქართველოში გატარებული დემოკრატიულ რეფორმებსა და წინსვლას სხვადასხვა მიმართულებით.