პეტერბურგის სასამართლოში ქართველ “კანონიერ ქურდს” გაასამართლებენ
კრიმინალურ ავტორიტეტს შოთა იმნაიშვილს, მეტსახელად „პაწას“ სანქტ-პეტერბურგში გაასამართლებენ. იმნაიშვილი ნარკოტიკების ვაჭრობაზე თებერვალში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, იმნაიშვილი სოფელ პარგოლოვოში დააკავეს. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე მან ამფეტამინის ორი შეკვრა შეიძინა. ნარკოტიკების წონა 2 გრამს შეადგენდა. მან ეს პარკები პასპორტის ყდაში შეინახა.
როგორც რუსეთის სამართალდამცავ უწყებაში აცხადებენ, გამოძიებამ საკმაო რაოდენობის მტკიცებულებები შეაგროვა და მასალები სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა.