გიგი უგულავა დღეს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დასწრებას არ აპირებს
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმის განხილვა გაგრძელდება. აღნიშნულ პროცესზე თბილისის განვითარების ფონდზე იმსჯელებენ. პროცესზე ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან. წინასწარი ინფორმაციით, უგულავა სხდომაზე დასწრებას არ აპირებს.
თბილისის ყოფილ მერს ამ საქმეზე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დედაქალაქის განვითარების მიზნით შექმნილი “თბილისის განვითარების ფონდისთვის” გამოყოფილი სახელმწიფოს კუთვნილი 48 მილიონი ლარის გაფლანგვისთვის აქვს ბრალი წარდგენილი.