ზუგდიდში საფლავი წაბილწეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში საფლავი გაძარცვეს. ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ტელეკომპანიასთან საუბრისას აცხადებენ, საფლავიდან ქარვის ქვის ძვირად ღირებული ყელსაბამია წაღებული. მათივე თქმით, ოჯახს საფლავი ამოთხრილი დახვდათ და იქვე ახლოს ყელსაბამის ერთი ქვა დავარდნილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 258-ე მუხლით მიმდინარებს, რაც საფლავის შებილწვას გულისხმობს.