„კორძაიამ დაკითხვაზე ადვოკატის დასწრება მოითხოვა, პროკურატურამ კი ადვოკატის წარმოსადგენად გონივრული ვადა მისცა“
პოროკურატურაში ჟურნალისტ ირაკლი კორძაიას დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ და აცხადებენ, რომ ირაკლი კორძაია ზვიად ჯაყარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს დაკითხვაზე.
როგორც საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, კორძაიამ დაკითხვაზე ადვოკატის დასწრება მოითხოვა, პროკურატურამ კი ადვოკატის წარმოსადგენად გონივრული ვადა მისცა. მათივე ცნობით, აღნიშნულის თაობაზე შედგა შესაბამისი ოქმი, რომლის ხელმოწერაზეც კორძაიამ გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა და პროკურატურის შენობა დატოვა.
“როგორც მოგეხსენებათ, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ზვიად ჯანყარაშვილის განცხადების საფუძველზე დაიწყო. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით დასაკითხად დაბარებული იყო ჟურნალისტი ირაკლი კორძიაია. ვინაიდან იგი სატელევიზიო გამოსვლებში ზვიად ჯანყარაშვილს ადანაშაულებდა რომ შეგნებულად აფერხებდა ბიზნესმენ ხარძიანის ქონების დაბრუნების პროცესს და ხელს უშლიდა სამართლიანობის აღდგენას. დაკითხვამდე მას განემარტა, თუ რა საქმის ირგვლივ იყო დაბარებული, რა დროსაც მან მოითხოვა დაკითხვას დასწრებოდა ადვოკატი.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მოწმის თხოვნით დაკითხვას ესწრება მისი ადვოკატი, ადვოკატის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას შეეძლო არ გადაედო კორძაიას დაკითხვა, მისცა გონივრული ვადა ადვოკატის წარმოსადგენად. რის თაობაზეც შედგა შესაბამისი ოქმი, რომლის ხელმოწერაზეც კორძაიამ გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა და დატოვა პროკურატურის შენობა. როგორც კი ირაკლი კორძაია გამოცხადდება, ადვოკატთან ერთად იგი დაიკითხება“, – აცხადებენ პროკურატურაში.