„არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გვქონდა, რომ რუსეთიდან მომავალი მანქანები არ შემოეშვათ“

არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გვქონდა, რომ რუსეთიდან მომავალი მანქანები არ შემოეშვათ – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
უმრავლესობის დეპუტატი ფრიდონ საყვარელიძე დაინტერესდა, როგორ უნდა იქნას თავიდან აცილებული ინციდენტები, რომელიც შესაძლოა, რუსეთიდან საოკუპაციო სიმბოლიკებით შემოსულ მანქანებს მოჰყვეს.
“ჩვენ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გვქონდა, რომ ეს ადამიანები შეგვეფერხებინა და არ შემოგვეშვა, იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ სჭირდებათ ვიზა და აქვთ თავისუფალი გადაადგილების უფლება. თუმცა, სპეცსამსახურებმა იმუშავეს, რომ რაიმე ისეთი აქცია არ ჩაეტარებინათ და აგრესია არ გამოეწვიათ. თუმცა პატარა შემთხვევები მოხდა, პოლიცია ჩაერთო ამაში და აღკვეთეს”, – განაცხადა შს მინისტრმა.
დეპუტატ ფრიდონ საყვარელიძის განცხადებით, “ცნობილია, რომ მეზობელი ქვეყნიდან, რუსეთიდან ხშირად შემოდის მანქანები, ე.წ. საოკუპაციო სიმბოლიკით. დეპუტატი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ალბათ უნდა მიიღოს კანონი და საერთოდ აიკრძალოს საოკუპაციო სიმბოლიკის გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე, ისე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში არის ეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები