ბათუმის სასამართლომ ქალის ცემაში ბრალდებულს 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქალის ცემაში ბრალდებულ 27 წლის მალხაზ დავითაძეს 500-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კიკალიშვილმა გამოიტანა.
როგორც პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ განაცხადა, ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და აცნობიერებს დანაშაულის სიმძიმეს, ამიტომაც მხარეები საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბრალდებული 500 ლარს გადაიხდის, სანაცვლოდ კი საქმე არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა.
2015 წლის მარტში ბათუმში, ბრალდებულმა ქალბატონს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.