ვალეში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატები აღმოაჩინეს

5 მაისს, ვალეს საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე თურქეთიდან ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ.ბ. შემოვიდა, რომელსაც ხელბარგში ნარკოტიკული ნივთიერება კოდეინის შემცველი პრეპარატები: 10 აბი აცეტამინოფენ 300/კოდეინ 10 (ACETAMINOPHEN 300/CODEIN 10), ასევე 20 აბი ფსიქოტროპული მედიკამენტი ალპრაზოლამი ( ALPRAZOLAM 05) აღმოუჩინეს.
როგორც შემოსავლების სამსახურში ამბობენ, საქმე შემდგომი რეაგირებისთვის საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები