ნუკრი ქანთარია: ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობას ხელი არ შეუწყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის როლზე საუბრობს.
როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, კურსის ვარდნა, გარე ფაქტორებთან ერთად შესაძლოა, შიდა პრობლემებითაც იყოს განპირობებული.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა გარკვეულ მონაკვეთში ლარის სტაბილურობას ხელი არ შეუწყო. „რა თქმა უნდა, ლარმა ყველა ჩვენგანზე იმოქმედა, ვისაც კრედიტი აქვს, ის უარეს მდგომარეობაშია. ლარის მდგომარეობა არ არის სახარბიელო, მაგრამ ეს არ არის აპოკალიფსი და ჩვენ ეკონომიკურ ჯგუფს, იმედი მაქვს, შეუძლია, რომ სტაბილიზაციისკენ წავიდეს. ამ კუთხით გარე ფაქტორებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემის მიზეზები შიგნითაც უნდა ვეძებოთ. გამოსარკვევია, რამდენად არის ამ ყველაფერში ეროვნული ბანკის წვლილი. მე არ მგონია, რომ მან პირდაპირი დივერსია განახორციელა, მაგრამ გარკვეულ მონაკვეთში მან ლარის სტაბილურობას ხელი არ შეუწყო. მას შეეძლო დასაწყისშივე უფრო რისკიანად უნდა ემოქმედა”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები