საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს, 11:00 საათზე განახლდება.
როგორც ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, წინა პროცესზე დაცვის მხარემ წარადგინა მტკიცებულებების ნუსხა; მხარეებმა დააყენეს შუამდგომლობები დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ბრალდებისა და დაცვის მხარეების პოზიციებს სასამართლო შემდგომ სხდომაზე მოისმენს. ამის შემდეგ კი, მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ცნობს თუ არა დასაშვებად მტკიცებულებს. როგორც ადვოკატმა განაცხადა, ერთ-ერთი მტკიცებულება, რომლის დაუშვებლად ცნობასაც დაცვის მხარე ითხოვს, ექსპერტიზის დასკვნაა. ლევან სამუშიას განმარტებით, ეს არის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც მათ დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალი წარუდგინეს.
რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობას, ადვოკატმა აღნიშნა, რომ წინას სხდომაზე აღნიშნული შუამდგომლობის დაყენება ვერ მოასწრო. მისი თქმით, ეს არის არგუმენტირებული შუამდგომლობა, რომელსაც დაცვის მხარე სასამართლოს შესაბამის ეტაპზე წარუდგენს. საქმის პროკურორის, ნინო აღლემაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე წინა სასამართლოზე სხდომაზე არასწორად აპელირებდა კანონის დარღვევებზე. პროკურორისს თქმით, ბრალდების მხარის მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის დაცვით.
„პროცესზე იყო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც. კერძოდ, დაცვის მხარემ ორი შუამდგომლობა დააყენა. ერთით ითხოვდა მტკიცებულებების დაშვებას, მეორეთი კი იგივე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას. მტკიცებულებები ან დასაშვებია, ან დაუშვებელი და, ვფიქრობთ, რომ ეს გაურკვეველი და ბუნდოვანი მოთხოვნა იყო გახმოვანებული სასამართლო სხდომაზე”, – განაცხადა პროკურორმა. მისი თქმით, მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოშია წარდგენილი, ძირითადად, არის ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული, დაცვის მხარის მტკიცებულებები კი დარღვევებით არის მოპოვებული და შემხებლობა არ აქვს არსებულ კითხვაზე, გაიხსნება თუ არა დახურული სხდომა ე.წ. კაბელების საქმეზე, პროკურორმა აღნიშნა, რომ ეს მოსამართლის გადასაწყვეტია და წინასწარ ინფორმაცია არ გააჩნია.