პარლამენტი მთავრობას მომავალ კვირაში დაამტკიცებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მთავრობის ფორმირების პროცესზე და მასში პრეზიდენტის როლზე ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, კონსტიტუციაში შესული ცვლილების თანახმად, პრეზიდენტთან მინისტრის არცერთი კანდიდატურა არ თანხმდება.
კანონმდებლები პრეზიდენტისგან მთავრობის შემადგენლობის წარდგენას მიმდინარე კვირაში ელოდებიან, რის შემდეგაც მომდევნო კვირას ისინი მინისტრთა ახალ კაბინეტს დაამტკიცებენ.
„მთავრობა ანგარიშვალდებული არ არის პრეზიდენტის წინაშე. მთავრობის ფორმირებას საპარლამენტო უმრავლესობა ახდენს. პრეზიდენტთან არ თანხმდება არცერთი მინისტრის კანდიდატურა, ამას არ ითვალისწინებს კონსტიტუცია. პრეზიდენტისთვის მიმართვა ოპოზიციის მხრიდან რომ არ წარუდგინოს, მთავრობა პარლამენტს უფრო ალბათ პოლიტიკური დემარშის ხასიათს ატარებს. პრეზიდენტს მთავრობის პარლამენტში წარდგენისათვის 7 დღე აქვს, შემდეგ კი პარლამენტს აქვს 7 დღე დამტკიცებისთვის. ეს მაქსიმალური ვადებია. ჩვენ ამ კვირაში ველოდებით პრეზიდენტისგან მთავრობის შემადგენლობის შემოტანას და მომავალ კვირაში ახალ მთავრობას დავამტკიცებთ“,- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები