„გასული ორი თვის ეკონომიკური ზრდის ტემპები დამაიმედებელია“

  ეკონომიკური ზრდის ტემპები, რომელიც გასულ ორ თვეში საქართველოში დაფიქსირდა, დამაიმედებელია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა. ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს პოლიტიკური და გეოპოლიტიკური რისკები. “თავისთავად ცხადია, რომ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური რისკები არსებობს, ამაზე თავიდანვე ვსაუბრობდით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მათ შორის უკრაინის მოვლენები სტაბილიზაციის მიმართულებით განვითარდება. ეკონომიკური ზრდის ტემპები, რომელიც გასულ ორ თვეში საქართველოში დაფიქსირდა, დამაიმედებელია და გარანტიას იძლევა, რომ პროგნოზი შესრულდება”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ეკონომიკა პოლიტიკურ კრიზისს გაუძლებს და ექსპორტიორებისთვის საინტერესო ბაზრად დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები